ხატია დეკანოსიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დამარცხდეს

27 Jul 2020 20:15


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რეგიონებში ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით. 



„კარგად გვახსოვს, თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გახმოვანებული გზავნილი, რომელიც გულისხმობდა, რომ დედაქალაქში დავთმეთ ექვსი მაჟორიტარული ოლქი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე არ მოხერხდა ოპოზიციის დანარჩენ პარტიებს შორის შეთანხმება თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს დაუმალავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული და ძლიერი პოზიციები გვაქვს რეგიონებში, მაგრამ გაღატაკებულ, გაუბედურებულ და გაჭირვებულ ხალხს, როდესაც გადანაწილებაზე, პარტიულ ნომენკლატურაზე და რაღაც პოლიტიკური შტრიხების კონიუნქტურაზე ვესაუბრებით, სწორი არ გვგონია. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დამარცხდეს. ამისთვის, რაც საჭირო იქნება ჩვენი პარტია ზუსტად იმ პოზიციებს დაიცავს.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც „ევროპულ საქართველოს“ და არც სხვა პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონია შეფერხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კომუნიკაციის. ამიტომ, ჩვენს გადაწყვეტილებას ჩვენ გავაჟღერებთ. მგონი, არ არის საჭირო სხვა პარტიების მიერ გაჟღერდეს მეორე პარტიის გადაწყვეტილება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ კოორდინაციის საკომუნიკაციო არხები არ ყოფილა დახურული. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რატომ ხდება ჩვენი, თითქოს გადაწყვეტილების გაჟღერება სხვა პარტიის მიერ. ჩამოვყალიბდებით, შევთანხმდებით და წარვადგენთ იმ პოზიციას, რომელიც აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი