ტედროს გებრეიესუსი: პანდემია სულ უფრო ძლიერდება

27 Jul 2020 20:36

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. მისივე თქმით, პანდემია სულ უფრო ძლიერდება.



ორგანიზაციის ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში პანდემიის ვითარების შესაფასებლად საგანგებო კომიტეტის სხდომას მოიწვევს.



მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილი კი, 640 ათასზე მეტია.




კომენტარები:

ფართი შოპი