ამირან გამყრელიძე: რესტორნებიდან დაავადების გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

27 Jul 2020 20:46


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით შემთხვევა, რომ რესტორნებიდან დაავადება გავრცელებულიყო, არ გვქონია.



„ხაზგასმით მინდა ვთქვა - არ უნდა მოვეშვათ! დიდი ყურადღება გვმართებს. აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ვიცი, რომ არსებული რეგულაციების დაცვა რესტორნებში საკმაოდ კარგად ხდება, რაც ძალიან კარგია, ამიტომ იქ ინფექციის შიდა გავრცელების რისკის ალბათობა შედარებით შემცირებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



საქართველოში რესტორნები 8 ივნისიდან გაიხსნა.




კომენტარები:

ფართი შოპი