ამირან გამყრელიძე: კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო ადრე იქნება, ვიდრე წამალი

27 Jul 2020 20:52


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა უფრო ადრე იქნება, ვიდრე წამალი.



„ვაქცინა, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში იქნება. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, დაახლოებით 7-8 ვაქცინაა ე.წ. მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში. დიდი იმედები არის. მთელი რიგი ქვეყნები წინასწარ იხდიან თანხას, რათა ვაქცინა შეხვდეთ. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან ვმუშაობთ, რომ როდესაც ვაქცინა იქნება, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.





კომენტარები:

ფართი შოპი