ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უშვებდა

27 Jul 2020 20:56


თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ ოპოზიციამ დაუშვა ზუსტად იგივე შეცდომა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უშვებდა.



„დღესაც ოპოზიციაში ყოფნის დროს კვლავ მოდელირებულ ქრონიკას სთავაზობენ საზოგადოებას, დამთრგუნველს, აპოკალიფსურს, ყოველგვარი იმედისგან დაცლილს, რაც ადამიანებისთვის მიუღებელია.


ბუნებრივია, დღეს არსებობს გამოწვევა, რომელიც გადასაწყვეტი იქნება დღეს, ხვალ და მომავალშიც, მაგრამ აპოკალიფსური სურათი, რომლის დახატვასაც ცდილობენ, უკვე გაბანკროტდა ამომრჩევლის თვალში. დრო უკვე აღარ ყოფნით, შეცვალონ პოლიტიკური ტაქტიკა, მიდგომა და იდეოლოგია. ისინი იძულებულნი იქნებიან, ამ დღის წესრიგს გაყვნენ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი