106 აუზის შემოწმების შემდეგ, მუშაობის უფლება 66-ს მიეცა

27 Jul 2020 20:59


შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 106 აუზის შემოწმების შემდეგ, მუშაობის უფლება 66-ს მისცეს, 263 ფიტნესცენტრიდან კი 144-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები.



„ვაგრძელებთ ეკონომიკის გახსნის პროცესს. 118 აუზია რეგისტრირებული, 106 შემოწმდა და 66-ის მიმართ გაიცა თანხმობა, ასევე, რეგისტრირებული 275 ფიტნესცენტრიდან 263 შემოწმდა და თანხმობა გაცემულია 144-ის მიმართ. რაც შეეხება სასტუმროების სექტორს, 1322 ობიექტის მიმართ გაიცა თანხმობა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.



მისივე განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ინტენსიურად ტარდება სამუშაოები სავაჭრო ობიექტებზეც.



„ჯამში, 20 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინიგი და რეკომენდაციების შესრულების დინამიკა საკმაოდ დადებითია“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი