ჰაიკო მაასი: არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემთხვევაშიც, აშშ-თან უკეთესი ურთიერთობები არ გვექნება

27 Jul 2020 21:10

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ავტომატურად არ გაუმჯობესდება.



„ის, ვინც ახლა ფსონს დებს თეთრ სახლში ცვლილებაზე, უნდა მოემზადოს იმ ფაქტისთვის, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, ურთიერთობები ისეთი კომფორტული აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეიცვალა, ეს მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ არ მომხდარა. ოფიციალური ბერლინი მუშაობს, რათა არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

ჩვენ ვნახეთ, რომ კომუნიკაცია უფრო რთული გახდა და თეთრი სახლი გადაწყვეტილებას ისე იღებს, რომ ევროპაში პარტნიორებს არც კი ესაუბრება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება აშშ მომავალში, მათაც სჭირდებათ ევროპა“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.




კომენტარები:

ფართი შოპი