გიგი უგულავა: ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, სწორი ტაქტიკა უნდა შევარჩიოთ

27 Jul 2020 21:22

,,ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, პასუხისმგებლობით უნდა შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია . რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთახმება სურს, მოვუწოდებთ - შევჯერდეთ უახლოეს დღეებში", - აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა.



’ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია აუცილებელია ივანიშვილის გარანტირებულად დასამარცხებლად. ამ მხრივ, უკვე მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია -  თბილისის საერთო მაჟორიტარების დასახელება.


რაც შეეხება რეგიონებს. ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ენმ-სთან და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა -  ენმ-ს გადაწყვეტილება იგივე დარჩა -  ყველგან დააყენოს კანდიდატურა. ეს მათი უფლებაა. ჩვენ ეს ტაქტიკურ შეცდომად მიგვაჩნია, მაგრამ ნება მათია.


აქედან გამომდინარე, ივანიშვილის წინააღმდეგ მთლიანი ოპოზიციის მყარი პოზიციების შესანარჩუნებლად, ვთავაზობთ ყველა სხვა პარტიას - გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთახმდეთ რეგიონებში საერთო ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე.


თუ ენმ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას შეცვლის და თბილისს გარდა რეგიონებშიც კოორდინირების სურვილი ექნება - კარი ღიაა კოორდინაცია აუცილებელია და ყველამ, ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, პასუხისმგებლობით უნდა შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია. რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთახმება სურს, მოვუწოდებთ - შევჯერდეთ უახლოეს დღეებში", - განაცხადა გიგი უგულავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი