ჰოლივუდის ვარსკვლავი ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

27 Jul 2020 21:42

ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავი, მსახიობი ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. 



მისი კარიერა 50 წელს გრძელდებოდა, მან რამდენიმე ათეულ ფილმში ითამაშა. 



მსახიობი ლეგენდარული სურათის „ქარწაღებულნის“ უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი იყო. სურათში მან მელანი უილკსის როლი შეასრულა, რომლისთვისაც „ოსკარზე“ წარადგინეს. ჯამში ის ყველაზე პრესტიჟული სამსახიობო ჯილდოს ნომინანტი ხუთჯერ იყო.



1960 წლიდან დე ჰევილენდი პარიზში ცხოვრობდა.





კომენტარები:

ფართი შოპი