სტელიოს პეცასი: აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება პროვოკაციაა მთლიანად დასავლური სამყაროსთვის

27 Jul 2020 21:46

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის სტელიოს პეცასის განცხადებით, აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება პროვოკაციაა არა მხოლოდ ბერძნებისა და ყველა ქრისტიანისთვის, არამედ მთლიანად დასავლური სამყაროსთვის.



„სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება და ის შოუ, რომელიც მოაწყვეს, პროვოკაციაა არა მხოლოდ ბერძნებისა და ყველა ქრისტიანისთვის, არამედ მთლიანად დასავლური და ცივილიზებული სამყაროსთვის. თურქეთის ამგვარი ქმედებები არა ძალის, არამედ სისუსტის მტკიცებულებაა. მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ იმის ძალა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის დიდება დაჩრდილონ. ამ ქმედების დაგმობა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, - განაცხადა სტელიოს პეცასისმა.



24 ივლისს, სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. 




კომენტარები:

ფართი შოპი