მაიკ რაიანი: მოგზაურობაზე შეზღუდვები სამუდამოდ ვერ გაგრძელდება

27 Jul 2020 22:01



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, საგანგებო სიტუაციების პროგრამების დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სამუდამოდ ვერ გაგრძელდება.



„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სხვა ზომებთან ერთად იყოს გამოყენებული. ამავე დროს, კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრების ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვება შეუძლებელი იქნება. ეკონომიკები უნდა გაიხსნას, ხალხმა უნდა იმუშაოს, ვაჭრობა განახლდეს. საზღვრების ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვება არ არის მდგრადი სტრატეგია მსოფლიო ეკონომიკისთვის, ღარიბებისთვის. ეს არავისთვისაა კარგი. ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პროგრესი ნაკლებად სახიფათო გზით. ჩვენ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან ამ საკითხზე, ვმუშაობთ სამოგზაურო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სხვებთანაც. თუმცა, ერთიანი, გლობალური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ყველას მოერგება, რთულია, რადგან საფრთხეები განპირობებულია თითოეული ქვეყნის ადგილობრივი კონტექსტით და სიტუაციით“, – განაცხადა რაიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი