რამზან კადიროვი: ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელის პრემიას ვიმსახურებ

27 Jul 2020 22:26

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის განცხადებით, ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელის პრემიას იმსახურებს. 



მისი თქმით, აშშ-ისგან განსხვავებით მან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია. 



„ჩვენ გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის. ისინი კი სანქციებს მიწესებენ. უსამართლობაა!“, - განაცხადა კადიროვმა.





კომენტარები:

ფართი შოპი