ყოფილი ცოლი ელტონ ჯონისგან £3 მილიონს ითხოვს

27 Jul 2020 22:31

ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ყოფილი ცოლი მას განქორწინებისას გაფორმებული შეთანხმების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივის. 



რენატა ბლაუელი ამტკიცებს, რომ თავის მემუარებსა და ბიოგრაფიულ ფილმში Rocketman მისი ისტორიის მოყოლით ჯონმა დაარღვია შეთანხმება, რომელსაც წყვილმა 1988 წელს, განქორწინებისას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი შეიცავდა პუნქტს, რომელიც მხარეებს ქორწინების ან განქორწინების მიზეზებზე საუბარს უკრძალავდა. კომპენსაცის სახით ბლაუელი 3 მილიონ ფუნტ სტერლინგის ითხოვს.



Rocketman-ის პრემიერა 2019 წლის 16 მაისს შედგა. ბიოგრაფიულ სურათში მუსიკოსის როლი ტერონ ეჯერტონმა შეასრულა.



წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი