საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

28 Jul 2020 12:00


საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.



ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –353.




კომენტარები:

ფართი შოპი