დონალდ ტრამპი: კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება

28 Jul 2020 12:07


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება. 



„მე ბევრი პოზიტიური ინფორმაცია მოვისმინე. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა შევძლოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.



მისივე თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ამერიკელებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.






კომენტარები:

ფართი შოპი