გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა Postv-ის განუცხადა, რომ ის ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სწორედ ამიტომ ითხოვს, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, შსს-მ აწარმოოს.
„დიდი იმედი მაქვს, მინისტრი ჰყავს ამ ქვეყნას, ბატონი გახარია კარგად ნახავს და ასეთ ნაგვებს მოაშორებს. მტერს არ ვუსურვებ, რა დღეშიც ვარ. როგორც გზა გადაიკეტა, მეორე დღით გამოჩნდა მანქანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს“, – აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
კითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა მისი ნდობა გამოძიების მიმართ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ყველაფერი გაირკვევა.
„იმედი მაქვს, იმედი მაქვს 100 პროცენტით, გაირკვევა ყველაფერი“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.