ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების რიცხვი მატულობს

28 Jul 2020 14:02

ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების რიცხვი მატულობს. ბოლო 24 საათში ჩინეთში გამოვლინდა 68 ინფიცირებული, რაც 6 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 



64 შიდა გავრცელების შედეგად დაავადებული პირია. ინფიცირებულთა უმრავლესობა, 57 სინძიანის პროვინციაში აღრიცხეს, ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა ლიაონინის პროვინციაში, ხოლო ერთი პეკინში.



ჩინეთში გამოვლენილია, საერთო ჯამში, 83 959 კოვიდინფიცირებული. გარდაცვლილია 4634 ადამიანი.




კომენტარები:

ფართი შოპი