„ქართული ოცნება“ - 54%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 16%..." - „გორბის“ ეგზიტპოლები გამოქვეყნდა

22 Oct 2017 01:46

ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ ამომრჩეველთა ხმების 54% აიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 16%. 


„ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“– 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ 5%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, ბლოკი ”დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული საქართველო” - 3%, „რესპუბლიკური პარტია“ – 2%. დანარჩენი სხვა პარტიები – 8%. 


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“ ჩაატარა. გამოიკითხა 6 ათასი ამომრჩეველი 100 საარჩევნო უბანზე თბილისში. ცდომილება +/–2%–ია. 


კომენტარები:

ფართი შოპი