კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების აჭარაში განხორციელებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს

28 Jul 2020 14:16



კომუნიკაციებისკომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას აჭარის რეგიონში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს. ახალი სასწავლო წლიდან კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, უნივერსიტეტთან ერთად, აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. 

 


კომისიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. თანამშრომლობისფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდა სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, საერთაშორისოექსპერტების თანამონაწილეობით, ჩატარდება ერთობლივი სესიებიდა კონფერენციები, შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის. 

 


კომუნიკაციებისკომისიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსშორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და ამავე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მოაწერესხელი.  

 


მედიაწიგნიერების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია სემინარებსა და ტრენინგებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურპერსონალთან ერთად ჩაატარებს. საგანმანათლებლო სესიები სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომეტაპზე სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება. 

 


ასევე, კომუნიკაციებისკომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიაწიგნიერების პროექტის -  „მედიაეკონომიკა“ ფარგლებში, მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ეს თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ მუშაობას როგორც საგანმანათლებლო, ასევე სტარტაპების მიმართულებით.  

 


თანამშრომლობისფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა დააკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ. 

 


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას  ახალისასწავლო წლიდან, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იწყებს. ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის უკვე გაფორმდა.   





კომენტარები:

ფართი შოპი