„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავს სოფი ტერნერს გოგონა შეეძინა

28 Jul 2020 14:33



24 წლის ბრიტანელ მსახიობ სოფი ტერნერს, გოგონა შეეძინა. ბავშვს ბილოი დაარქვეს.



მსახიობმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. 



2019 წლის მაისში გაირკვა, რომ სოფი ტერნერი და ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯო ჯონასი Billboard Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საიდუმლოდ დაქორწინდნენ.



მსახიობი სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ სანსა სტარკის როლის შესრულებით გახდა ცნობილი.




კომენტარები:

ფართი შოპი