ევროკავშირის საზღვრები სულ მცირე ორი კვირით დაიხურება

28 Jul 2020 14:43



Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირმა შესაძლოა კორონავირუსის სტატისტიკის ზრდის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტებზე გაუქმებული შეზღუდვები აღადგინოს და საზღვრები სულ მცირე ორი კვირით დახუროს.



ასევე ევროკავშირი, უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვას გეგმავს. არა არის გამორიცხული სიაში მყოფი 13 ქვეყნიდან კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს ევროზონაში შესვლა აუკრძალონ. სიიდან შეიძლება ამოიღონ ალჟირი და მაროკოც.



ევროკავშირის „თეთრ სიაშია“ ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.





კომენტარები:

ფართი შოპი