მესტიის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭს მე-10 დღეა ეძებენ

28 Jul 2020 14:47



მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მე-10 დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, 80-ზე მეტი მაშველი და ერთი ვერტმფრენია ჩართული.



სვანეთის გარდა საძიებო სამუშაოები აქტიურად გრძელდება შავი ზღვის სანაპიროზეც.



13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს ველოსიპედით 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა.



გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ემუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





კომენტარები:

ფართი შოპი