დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებში მძინარა ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს ქვეყანა ისე დაზარალდება, როგორც არასდროს

28 Jul 2020 15:00



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა პორტლენდსა და სიეტლში მიმდინარე აქციების მონაწილეები და მათ „ანარქისტები“ და „აგიტატორები“ უწოდა.



„ყალბი მედია ცდილობს, პორტლენდსა და სიეტლში „პროტესტის“ მონაწილეები წარმოაჩინოს შესანიშნავ, საყვარელ და უმანკო ადამიანებად, რომლებიც უბრალოდ სასეირნოდ გამოვიდნენ გარეთ. სინამდვილეში კი ისინი ავადმყოფი და შეშლილი ანარქისტები და აგიტატორები არიან, რომელთაც ჩვენი საუკეთესო სამართალდამცველები იოლად აკონტროლებენ. მაგრამ ისინი დაანგრევდნენ ამერიკულ ქალაქებს და უარესი მოხდება, თუ მძინარა ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს. ის მემარცხენეების მარიონეტია. ასეთ შემთხვევაში საფონდო ბაზრები დაეცემა და ქალაქები დაიწვება. ჩვენი ქვეყანა ისე დაზარალდება, როგორც არასდროს. ჩვენ სულ მალე დავამარცხებთ ვირუსს და აშშ-ის ოქროს ხანა დადგება – იმაზე უკეთესი, ვიდრე როდესმე ყოფილა“, – წერს დონალდ ტრამპი ,,Twitter"-ზე.





კომენტარები:

ფართი შოპი