თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლე მოუსწრაფა!

28 Jul 2020 15:05


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებებს პასუხობს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ რამდენიმე პირს მფარველობს.



„ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო დღეებში გეტყვით. პასუხის პირველი ნაწილი დღესაც შეიძლება თქვენს წინაშე გაჟღერდეს. არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები, რომლებიც ნახსენებია არ მონაწილეობდნენ ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არამც თუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შაქარაშვილის ასე ვერაგულად და დაუნდობლად სიცოცხლის მოსწრაფებაში. მე გამოძიებას ვენდობი. პენიტენციური სამსახური, სადაც მოცემული პირები ბრალდებულების სტატუსით არიან განთავსებულნი, ყველა პირობას უქმნის გამოძიებას, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს, სწრაფად დადგინდეს ჭეშმარიტება. რაც შეეხეება ბრალდებას, მე მაქვს ჩემი პასუხი, თუმცა ეს ისეთი პასუხია, რომ იმ ძალიან ლამაზ კანონს გადაფარავს, რომელიც დღეს არის მთავარი თემა ჩვენთვის. შემდგომი დისკუსიისთვის შეგვიძლია შემოვინახოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.



19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებულია 17 პირი.




კომენტარები:

ფართი შოპი