NDI: გამოკითხულთა 73 % ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯების შედეგია

28 Jul 2020 15:24

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90% – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85% – საქართველოს ხელისუფლებას, 73% – ჟურნალისტებს/მედიას, 66% – ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61% რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა.



კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან და ახლობლებისგან იღებს.



კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ ფეისბუქზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61% ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედიასაშუალებას აკვირდება, ხოლო 37% საკუთარ ინსტინქტებს ენდობა.



კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.



როგორ კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის 80 % კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).



კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2%-ს.





კომენტარები:

ფართი შოპი