დღეს, ათენიდან სპეციალური რეისით, საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

28 Jul 2020 15:54

სპეციალური რეისით დღეს ჩვენი თანამოქალაქეები ათენიდან დაბრუნდებიან.



რაც შეეხება მომდევნო დღეებში დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს, 1 აგვისტოს ფრენა თბილისი - ამსტერდამი - თბილისის მიმართულებით შესრულდება, 2 აგვისტოს კი, თბილისი - ვენა - თბილისის რეისი.



ამას გარდა, 2 აგვისტოდან განახლდება მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები.



პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე კი, რეგულარული ფრენები 8 აგვისტოდან გაგრძელდება.



შეგახსენებთ, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული მგზავრები აეროპორტშივე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.




კომენტარები:

ფართი შოპი