ზვიად ძიძიგური: „კონსერვატიული პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

28 Jul 2020 16:24




„კონსერვატიულ პარტიის“ ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად, ყოველგვარი ბლოკისა და ალიანსის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.



„ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომლებმაც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კოალიცია ჩამოვაყალიბოთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. დღეს მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია, კოალიციურ მთავრობის ჩამოყალიბებაზე ილაპარაკოს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები. კატეგორიულად გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან, მასთან ადაპტირებულ და ორბიტაზე მყოფ პარტიებთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რვა წლის განმავლობაში ვიყავით „ქართულ ოცნებაში“, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ამ რვა წლის განმავლობაში მოხდა და მიგვაჩნია, რომ სხვაგვარად სრულიად გაუგებარი იქნებოდა ჩვენი საქმიანობა. აუცილებლად გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები, ფინანსები რამდენზეც გაგვწვდება, იმდენ ოლქში დავასახელებთ. მე ვარ კონსერვატორების შტაბის ხელმძღვანელი და ჩემი საქმიანობა თუ მომცემს შესაძლებლობას, რომ თან მაჟორიტარი ვიყო, ალბათ ვიქნები, მაგრამ დიდი ალბათობით, მაჟორიტარობის ფუფუნების უფლება მე არ მექნება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





კომენტარები:

ფართი შოპი