სალომე სამადაშვილი: ეს არჩევნები ჩვენი და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება

28 Jul 2020 16:28


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.



„იმის პარალელურად, რომ „ქართული ოცნება“ ატყუებს საზოგადოებას, რომ ვაშინგტონში არ არსებობდა არანაირი შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას.


ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო უკვე იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ-ის კონგრესმა, როცა დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე. სახელმწიფო დეპრატამენტმა საჭიროდ ჩათვალა, „ქართული ოცნება“ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოჰყვება არჩევნების გაყალბებას, რადგან მათ ახსოვთ, როგორ ჩატარდა წინა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში.


მინდა, ყველას ესმოდეს, ვინც მონაწილეობს არჩევნების ჩატარებაში – საარჩევნო ადმინისტრაციას, „ქართული ოცნების“ აქტივს და სხვებს – ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომელსაც მიიღებთ მოახლოებულ არჩევნებზე, რადგან ამის შედეგები იქნება ძალიან მძიმე და ამას ნიშნავს ის სახელმწიფო მდივნის მიერ პრემიერ გახარიასთვის მიცემული გაფრთხილება არჩევნებზე. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი ჩვენი და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ აშშ-თან ქვეყნის სტრატეგიულ კავშირს წინ ეღობება ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გააფრთხილეს გუშინ ვაშინგტონიდან, რომ უნდა მოემზადოს თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების დატოვებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი