თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს

28 Jul 2020 16:43

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.



„მოთხოვნის საფუძველი ბევრი საეჭვო გარემოებაა, მათ შორის ის, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა. 21-ე საუკუნეში რატომ ვერ ხერხდება, ეს გასაგებია. შესაძლებელია, მრავალი მიზეზი არსებობდეს, მაინც სახიფათოა. შესაძლებელია, ამას რაიმე ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს. ოჯახს სრულად აინტერესებს ეს ინფორმაციები და ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მომხდარი.


საქმის მასალებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი შეკითხვაა დაკავშირებული ავტომობილის ექსპერტიზასთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩემი დასწრების გარეშე არ მოხდეს ავტომობილზე ექსპერტიზის ჩატარება, რადგან მე მინდა, გარკვეული პირების ჩართულობით შემოწმდეს. გარდა ამისა, არის უამრავი კითხვა, პროტესტი ოჯახის მხრიდან დაკავშირებულია იმ ხელმძღვანელთან, რომელმაც არაადეკვატური ქმედებები განახორციელა“, – განაცხადა მიხეილ რამშვილმა.


რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერეტების ჩართვას, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზაში, ადვოკატის თქმით, ეს საჭიროა, რათა არ მოხდეს გარდაცვლილის კომპიუტერიდან რამე ინფორმაციის განადგურება.


„თვითონ კომპიუტერი და სატელეფონო ზარები მრავალ შეკითხვას ტოვებს. ვეცდებით, დროულად გვქონდეს ისეთი ინფორმაციები, რაც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს, გოგონას გარდაცვალების ფაქტს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.



ადვოკატის თქმით, ამ დრომდე არ მიუღია აერო და ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რაც გამოძიების მიმართ ეჭვს უჩენს.



23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 




კომენტარები:

ფართი შოპი