ირაკლი ბერაია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყველა არჩევნები იმართებოდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტით

28 Jul 2020 16:49

„არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი", - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.



„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყველა მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი, რათა არჩევნები მაღალი, საუკეთესო დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს, მათთვის სასურველ ინტერპრეტაციებს სერიოზულად არ აღვიქვამ. არ მგონია, ქვეყანაში ვინმე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს ადარდებდეს, რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი