ირაკლი ბერაია: გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს საუბარი ადასტურებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დემოკრატიულ რეფორმებს

28 Jul 2020 16:52

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.



„ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაფართოებას. გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს საუბარი კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ რეფორმებს, ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 


მისი თქმით, სატელეფონო საუბარისას მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს, სადაც საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.





კომენტარები:

ფართი შოპი