თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის პიკურ პერიოდში ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა განახევრდა

28 Jul 2020 17:01


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის პიკურ პერიოდში საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა განახევრდა. 



„ადრე C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის პიკი იყო, რამდენიმე ათასი ერთვებოდა ყველა თვეში, მაგრამ ბოლო პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად დიდი მასა განიკურნა უკვე პაციენტებისა და მხოლოდ აქტიური მოძიების ხარჯზე არსებული პაციენტები ერთვებიან პროგრამაში, დაახლოებით, 1000-1200 კაცი ერთვებოდა ყოველ თვეში ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. ჩვენ გუშინ დავითვალეთ და მარტი-აპრილის განმავლობაში, როცა საქართველოში კოვიდის პიკი იყო, სულ ჩაერთო 1200 კაცი. ანუ, განახევრდა ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა“, – განაცხადა თენგიზ  ცერცვაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი