ანტარქტიკაში ზღვის ფსკერიდან მეთანის გაჟონვა პირველად დაფიქსირდა

28 Jul 2020 17:08


მეცნიერებმა ანტარქტიკის ნაპირებთან ზღვის ფსკერიდან მეთანის აქტიური გაჟონვა პირველად აღმოაჩინეს. 



ჟურნალში Proceedings of the Royal Society B. გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ანტარქტიკაში დედამიწაზე არსებული ზღვის მეთანის დაახლოებით მეოთხედია კონცენტრირებული. ეს გაზი დედამიწაზე 55 მილიონი წლის წინ მობინადრე მცენარეებისა და ზღვის ორგანიზმების გახრწნის შედეგად წარმოიქმნა. როცა კონტინენტზე ტემპერატურამ კლება დაიწყო, მიკროორგანიზმებმა ყინულის ქვეშ არსებული ძველი ფლორისა და ფაუნის ნარჩენების გადამუშავება დაიწყეს და მათი ნაწილი მეთანად გარდაიქმნა. ახლა კი, სავარაუდოდ ტემპერატურის მატების გამო, ყინული გაზს ვეღარ აკავებს და ის ზედაპირზე ადის.



პირველად მსგავსი გაჟონვა მეცნიერებმა 2011 წელს, როსის კუნძულზე აღმოაჩინეს. როცა ისინი ადგილზე 5 წლის შემდეგ დაბრუნდნენ, გაარკვიეს, რომ ბაქტერიებმა, რომლებიც ჩვეულებრივ მეთანს შთანთქავენ, გაზის გამოჩენაზე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოახდინეს რეაგირება. შედეგად მათ დღემდე ვერ შექმნეს საკმარისი ფილტრი, რომელიც ატმოსფეროში მოხვედრილი გაზის რაოდენობას შეამცირებდა, ამიტომ ეს გაზით ატმოსფეროში მოხვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიკროორგანიზმებს ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის კიდევ 5-10 წელის დასჭირდებათ.



მეთანი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სათბურის გაზია. ის ატმოსფეროს გაცხელებას უწყობს ხელს და კლიმატის ცვლილებაზე აქვს გავლენა. პლანეტაზე ტემპერატურის ზრდის 10% სწორედ მეთანის „დამსახურებაა“.



წყარო - imedinews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი