მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ასეთი ზომიერი მატება მართვადია

28 Jul 2020 17:11


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა 24, რომელიც თითქოს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო, მაგრამ იქიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა რიცხვი თანდათანობით მცირდება.



„რამდენიმე დღეა გვაქვს 5-6-7-8 შემთხვევა. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება, რადგან ასეთი ზომიერი მატება მართვადია. როგორც ვიცით, ორი კლასტერია, ერთია ლილოს ბაზრობა და მეორე გარდაბნის მუნიციპალიტეტი. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იზოლირებულია, მათი კვლევა გრძელდება. იმედი გვაქვს, როგორც დანარჩენი ლოკალური ეპიდემიები გვქონდა კლასტერების სახით და ყველაფერი კარგად დასრულდა, ესაც ასე იქნება და ყველაფერი წესრიგში გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი