საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ

28 Jul 2020 17:21

,,2020 წლის 25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები ლიეტუვაში ჩასვლისას სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას აღარ საჭიროებენ", - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვას საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.



შესაბამისი გადაწყვეტილება ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო, თუმცა შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს.



„ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ლიეტუვას საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.





კომენტარები:

ფართი შოპი