პაატა იმნაძე: კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენა რეალისტურია

28 Jul 2020 17:26

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენა რეალისტურია, თუმცა ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება.



„ვაქცინის გამოჩენა ბაზარზე რეალისტურია, მაგრამ ჩემი პროგნოზით, ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება. ზამთარში თუ იქნება ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის, მართლაც კარგი მიღწევა იქნება მსოფლიო მედიცინისთვის. მინდა, დავამშვიდო ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ქუჩაში დაიჭერენ და ძალით აცრიან და „დაჩიპავენ“. ნეტავ, ვაქცინა მას ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ ვაქცინა გაიკეთოს. დღეს მთავარია, ვიცხოვროთ კორონასთან ერთად ისე, რომ კორონამ არ შეგვაწუხოს. ამისთვის საჭიროა, დავიცვათ ელემენტარული წესები, რომელიც შემუშავებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი