სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ და პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.
ალექსანდრე მოწერელია სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში.
რაც შეეხება მალხაზ თორიას, ის 2020 წლის 6 აპრილს დაინიშნა გუბერნატორის პირველ მოადგილედ, მანამდე კი, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.