კელი დეგნანი: სამართლიანი არჩევნები არის საუკეთესო გზა, საქართველომ თავისი დემოკრატიული პროგრესი აჩვენოს

28 Jul 2020 20:11


საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.



,,ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს, რაც გვაქვს კიდეც სხვადასხვა არხის საშუალებით", – განაცხადა დეგნანმა.



მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დიდი ინტერესს იწვევს. 



„რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს. ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ამომრჩევლის მოსყიდვისგან თავისუფალი, ამომრჩეველზე ზეწოლისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი