სერგი კაპანაძე: არასწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა რეგიონში აპირებს კანდიდატის დაყენებას

28 Jul 2020 20:35



„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციის მიერ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არასწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა რეგიონში აპირებს კანდიდატის დაყენებას.



„ევროპული საქართველო“ არის დაინტერესებული, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს პირველ ტურებში, რაც შეიძლება მეტ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში. მიგვაჩნია, რომ ამისთვის თბილისში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მერე, საჭიროა, რეგიონებშიც მოხდეს შეთანხმება. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს უბრალოდ მისცემს მეორე შანსს ბიძინა ივანიშვილს, რომ მეორე ტურებში იბრძოლოს. მიგვაჩნია, რომ ბევრ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების ბედი პირველ ტურებში უნდა გადაწყდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ყველგან აპირებს კანდიდატის დაყენებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი, თუმცა მათ ბუნებრივია, ამის უფლება აქვთ. შევთავაზეთ სხვა ოპოზიციურ ძალებს, ვითანამშრომლოთ, რომ ჩვენ მაინც მოვახერხოთ საერთო კანდიდატების დაყენება სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. შესაბამისად იმედი მაქვს, ამაზე ძალიან მალე გვექნება სიახლეები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი