ჯანმო: როგორც ჩანს, სეზონი ვირუსის გადაცემაზე არ მოქმედებს

28 Jul 2020 20:41


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელის მარგარეტ ჰარისის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსის სეზონური ხასიათი მტკიცებულებებით გაჯერებული არ არის. 



„როგორც ჩანს, სეზონი ვირუსის გადაცემაზე არ მოქმედებს. ვირუსის გადაცემას ხელს უწყობს ხალხის გროვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანცირების დაცვა არ ხდება. ხალხი კვლავ სეზონებზე საუბრობს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ახალი ვირუსია და განსხვავებულად იქცევა“, - განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.





კომენტარები:

ფართი შოპი