ნიკოს დენდიასი: ნეოოსმალური მახვილით აია-სოფიას ხელახლა დაპყრობა ხდება

28 Jul 2020 23:27

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ესპანელ კოლეგასთან, არანჩა გონსალეს ლაიესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა ნეოექსპანსიონისტურ პოლიტიკას ატარებს, ხოლო სასულიერო პირები კი ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში დაბრუნებისკენ მიისწრაფიან.



„ჩვენ პატივს ვცემთ თურქ ერს, თუმცა ცალსახად ვგმობთ თურქეთის მთავრობის პოლიტიკას, ვინაიდან ამას ევროპა გმობს. ევროპა ხედავს, თუ როგორ ხდება ნეოოსმალური მახვილით აია-სოფიას მუზეუმის ხელახლა დაპყრობა. ამრიგად, თურქეთი კულტურათაშორისი დიალოგის თანამედროვე სიმბოლოს ანადგურებს, რათა შემდგომში ის მეჩეთად გადააქციოს. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თურქეთი მე-15 ან მე-16 საუკუნეში ბრუნდება“, - განაცხადა ნიკოს დენდიასმა.



24 ივლისს, სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. 




კომენტარები:

ფართი შოპი