ეკატერინე ტიკარაძე: იაფი წამლის მომხრე არ ვარ

29 Jul 2020 11:39



ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, წამლის ფასის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანია არაერთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.



„მე პირადად, არ ვარ იაფი წამლის მომხრე, ვინაიდან იაფი წამალი ნიშნავს ბევრ წამალს და ხარისხიანი წამალი ნიშნავს ზუსტად იმდენ წამალს, რამდენიც მოქალაქეს სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ, რომ იმპორტირებული იყოს მხოლოდ ხარისხიანი წამალი და უკვე ხარისხიანი წამლის ფასის რეგულირება მოხდეს საკანონმდებლო ჩარჩოს მხრიდან, რისი განმახორციელებელიც, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი