მსოფლიოში ერთ დღეში კორონავირუსის 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29 Jul 2020 12:08

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოს 216 ქვეყანასა და ტერიტორიაზე „კოვიდ-19“ უკვე 16 340 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.



ბოლო ერთ დღეში 4 153-ით გაიზარდა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა და 650 805-ს მიაღწია. 



ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონი იკავებს, სადაც „კოვიდ-19“-ის რვა მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.




კომენტარები:

ფართი შოპი