პანდემიით გამოწვეული შიმშილის შედეგად მსოფლიოში ყოველთვიურად 10 ათასზე მეტი ბავშვი იღუპება

29 Jul 2020 12:45

გაეროს ცნობით, ყოველთვიურად პანდემიასთან დაკავშირებული შიმშილის გამო 10 ათასზე მეტი ბავშვი იღუპება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უფრო ავრცელებს. კერძოდ, მცირე ფერმების მეპატრონეებს მოსავალი ბაზრებზე ვეღარ გააქვთ, სოფლები კი საკვებისა და სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.



ამასთან, ყოველთვიურად 550 ათას ბავშვს ატროფია უვითარდება, რაც კიდურების დასუსტებასა და მუცლის ამობერვით გამოიხატება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ბავშვის ფსიქიკაზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს, შედეგად ინდივიდუალური ტრაგედია შესაძლოა მთელი თაობის კატასტროფაში გადაიზარდოს.



გაეროს კვლევის მიხედვით, ასეთი ვითარება პანდემიის პირველი წლის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი ვითარება შეიძლება უფრო გამწვავდეს. ამიტომ ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს.





კომენტარები:

ფართი შოპი