ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით, „თალიბანმა“ ავღანეთში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

29 Jul 2020 13:04

მუსლიმთა დღესასწაულ ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით, „თალიბანმა“ ავღანეთში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. 



რადიკალური დაჯგუფების პრესსპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰედის განცხადებით, თალიბები მოწოდებული არიან, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, რომელიც 31 ივლისს დაიწყება.



„ყველა მოჯაჰედი უნდა იყოს ყურადღებით, რომ არც ერთი მათგანი არ შევიდეს მტრის ტერიტორიაზე და მტრის ელემენტები არ შევიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე“, – აცხადების ზაბიჰულა მუჯაჰედი.




კომენტარები:

ფართი შოპი