სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

29 Jul 2020 13:18

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები. 



„სამწუხაროდ, დაზიანება უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე გუშინ. ზემო რაჭისკენ რაც მივდივართ, იმ მიმართულებაზე გზა არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, მათ შორის, რესთანაც, კიდევ სხვა სოფლებთან, როგორიც არის უწერა და ა.შ. ზარალს რაც შეეხება, ზარალი საკმაოდ დიდია, რომელიც უმთავრესად მოიცავს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ნაწილი არის სახლებისაც, ოღონდ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. რამდენიმე მოსახლისგან ვიცით, რომ ადიდებული მდინარე შევიდა პირველ სართულზე, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ იქ მისვლას, ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად რაზე არის საუბარი და დაახლოებით აი ეს ვითარებაა ამ წუთისთვის, საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება მოსახლეობას“, – აღნიშნა ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ.



მისივე თქმით, მცირედი საფრთხე ემუქრებოდა ორ ოჯახს, რადგან მდინარე მათ სახლთან იყო ახლოს და სამაშველო სამსახურმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.



„გზების ჩამონგრევა კვლავ გრძელდება. ჩვენ თვითონაც მეწყერსა და ამ ჩამონგრეულ გზას შორის ვართ ხელმძღვანელობა და ჩვენც ველოდებით აქედან გასვლას“, – განაცხადა დავით ჩიკვაიხემ.





კომენტარები:

ფართი შოპი