საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

29 Jul 2020 13:28

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული. 


გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.



ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.





კომენტარები:

ფართი შოპი