როლანდ ხოჯანაშვილი, ჟურნალისტი:
_შემოდგომაზე, პირველი წვიმებისას, აუცილებლად ვანთებთ ბუხარს. მთელი წლის ნაგროვებ კუნძებს ვწვათ ჩვენს გლეხურ ბუხარში, რომელიც აგურისაა და არავითარი მარმარილო და არავითარი აქსესუარი... ისე, ბუხარი ბევრად ეკონომიურია წვის დროს, ჯანმრთელობისთვისაც კარგია. აი, რომ აცივდება ხოლმე, მერე შეშის ფეჩი იკავებს მოზრდილა ადგილს პირველი სართულის ყველაზე დიდ ოთახში და მიჩნდება სივრცის დეფიციტი, სამაგეროდ, ტკაცუნობს შეშა და მეც სითბოსგან კნუტივით ვკრუტუნებ (ყველაზე ცუდი ალტერნატივაა უცოლო კაცისთვის:) ) და გაზაფხულს ვნატრობ, როცა ფეჩს გარეთ გავისვრით და ისევ ბუხარს ჩავანაკვერცხლინებთ კუნძებს.
არა, სულ მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც სოფელს ტოვებენ და ქალაქლობენ! ბუნებრივია, ქალაქისთვის აუცილებელია სოფლიდანაც წასული ადამიანი, მაგრამ სოფელს ჯიჯგვი გლეხი უფრო უხდება, ვიდრე _ ქალაქს. ჯიჯგვი მაინც ვიყო, ეს რაფინირებული და ძავლწვრილი და ხორცმრავალი როკო