ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში შიდა გზები, ეზოები და საყანე ფართობები დაიტბორა

29 Jul 2020 14:56

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შიდა გზები, ეზოები და საყანე ფართობები დაიტბორა.



„შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია. თითოეული პრობლემა ინდივიდუალურად განიხილება და მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ეცდება მათ მოგვარებას,“ – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.



სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეცნობიან.





კომენტარები:

ფართი შოპი