ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

29 Jul 2020 16:10

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამასთან, ლერი სულაბერიძის ავტომობილთან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.



ლერი სულაბერიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ ესროლა ავტომობილს.



წყნეთში წუხელ სროლა იყო. დაზიანებულია ლერი სულაბერიძის ავტომობილი.



შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი